უახლესი ამბები

კუბაში აშშ-ის საელჩო გაიხსნა

14 08 2015 | ავტორი: admin
კუბაში აშშ-ის საელჩო გაიხსნა
გარესამყარო
0

პირველად, ბოლო 70 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კუბაში ჩავიდა. ჯონ კერიმ  ჰავანაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე ამერიკის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კუბაში 1961 წლის შემდეგ პირველად 2015 წლის იანვარში გაიხსნა.