უახლესი ამბები

ღარიბაშვილი ლუკაშევიჩის განცხადებას ეხმაურება

23 05 2014 | ავტორი: admin
ღარიბაშვილი ლუკაშევიჩის განცხადებას ეხმაურება
გარესამყარო
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას ეხმაურება.

„ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ამ მოკლე დროში რუსეთთან ურთიერთობების რეალური დალაგება მოვახერხეთ და იმ დაძაბულობის დეესკალიზაცია მოვახდინეთ, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთი ადეკვატურად აფასებდა და აფასებს. გვაქვს თანმხვედრი ნაბიჯები და მე ყოველთვის მივესალმები მათ პოზიტურ და კონსტრუქციულ პოლიტიკას. მოვისმინეთ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ისინი ასოცირების ხელშეკრულების პროცესში არ ჩაერევიან. ეს კიდევ ერთხელ მისასალმებელია. გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ დამატებით პროდუქციაზე მოიხსნება ემბარგო. აქედან გამომდინარე, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესება და პოზიტიური დინამიკა. დამატებით, ნუღარ დავძაბავთ სიტუაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.