უახლესი ამბები

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის ნაწილი 15 სექტემბერს გაიხსნება

02 09 2015 | ავტორი: admin
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის ნაწილი 15 სექტემბერს გაიხსნება
საზოგადოება
0

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ახალი გზა ნაწილობრივ 15 სექტემბრისთვის გაიხსნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

„კონტრაქტორ კომპანიასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, 15 სექტემბრისთვის გაიხსნება თამარაშვილიდან გამომავალი გზა, რომელიც პოლიციის შენობის გავლით ერთი მხრივ ვაკეს, მეორე მხრივ კი, საბურთალოს დაუკავშირდება, ამ დროისთვის ასევე გაიხსნება გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის ერთი მხარე, რომელზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება აღნიშნული გზის მეორე მხარეს, თბილისის მერის განმარტებით, მის აღდგენას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

„პროექტი შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და რაიმე სახის ჩამორჩენა არ გვაქვს. ინტენსიური სამუშაოები, როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.