უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: „იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებს მალე გაათავისუფლებენ“

16 04 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილი: „იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებს მალე გაათავისუფლებენ“
პოლიტიკა
0

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსი ოკუპანტების მიერ ტვ3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების კომენტირებისას განუცხადა, „მსგავსი ფაქტები აზიანებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება“.

მისივე განმარტებით, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროა ჩართული და იმედი აქვს, რომ ჟურნალისტებს მალე გაათავისუფლებენ.
„ძალიან შეწუხებული ვარ აღნიშნული ფაქტის გამო. მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაათავისუფლებენ ჩვენს ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები აზიანებს პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. დღეს გაიმართება ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გრიგორი კარასინბთან და სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულ საკითხსაც განიხილავენ. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ამ პროცესის გაჯანსაღება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ჩვენ უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან.