უახლესი ამბები

რომის პაპი ფრანცისკე კუბაში ჩავიდა

20 09 2015 | ავტორი: admin
რომის პაპი ფრანცისკე კუბაში ჩავიდა
გარესამყარო
0

რომის პაპი ფრანცისკე 3-დღიანი ვიზიტით კუბას ეწვია. პონტიფიკოსი ჰავანას ცენტრალურ მოედანზე მესას აღავლენს. ვიზიტის განმავლობაში, პაპი ფრანცისკე ასევე, შეხვდება კუბის ლიდერს, რაულ კასტროს. 

კუბის შემდეგ, რომის პაპი შეერთებულ შტატებში გაემართება. სწორედ პონტიფიკოსს მიაწერენ კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას. არგენტინული წარმოშობის პაპ ფრანცისკეს კუბაში არგენტინის პრეზიდენტი  კრისტინა ფერნანდესიც ახლავს.