პირველად 2013 წლის შემდეგ, გაეროს შტაბ-ბინაში პუტინის და ობამას შეხვედრა გაიმართა. მთავარი თემები ტერორიზმთან ბრძოლა და კონფლიქტები იყო.
გამოსვლის შემდეგ განცხადება მხოლოდ კრემლის ლიდერმა გააკეთა, პუტინმა თქვა, რომ გარკვეულ თემებზე შეთანხმება შედგა, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მხარეები ვერ თანხმდებიან.