უახლესი ამბები

CNN: რუსეთი სირიაში სახმელელეთო ოპერაციას იწყებს

06 10 2015 | ავტორი: admin
CNN: რუსეთი სირიაში სახმელელეთო ოპერაციას იწყებს
გარესამყარო
0

ტელეკომპანია CNN-ი პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას იწყებს.

გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა კონტიგენტი სახმელეთო ოპერაციისთვის უკვე გადაისროლა და მათი მთავარი სამიზნე, არა „ისლამური სახელწმიფოს“ პოზიციები, არამედ სირიის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები არიან.
შეიარაღება 4 ერთეული საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისგან შედგება. იარაღები ქალაქ ჰომსა და იდლიბში იქნა შემჩნეული. როგორც CNN-ი იტოყობინება, რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა სირიის პორტ ლატაკიაში 6 საარტილერიო დანადგარი გააგზავნა.