ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა მივა. „საქართველოს რკინიგზის“ პროექტის იდეა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების შესახებ, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს.
სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა, ასევე, იმსჯელეს ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.
პრემიერმინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა.
ასევე, ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება, რეგიონებში კი შემნახველი მეურნეობები აშენდება.