უახლესი ამბები

ბარაკ ობამა: აშშ-მა წინასწარ იცოდა, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავდა

12 10 2015 | ავტორი: admin
ბარაკ ობამა: აშშ-მა წინასწარ იცოდა, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავდა
გარესამყარო
0

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარ იცოდა, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავდა“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტელეკომპანია „CBS-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ეს ინფორმაცია მათ დაზვერვისგან მიიღეს.

ბარაკ ობამამ ასევე გააკრიტიკა თავად სამხედრო ოპერაცია, რომელიც მისი თქმით, რუსეთმა დამარცხებისთვის განწირული ერთადერთი მოკავშირის, ასადის დასახმარებლად წამოიწყო.

პრეზიდენტმა ინტერვიუში, ასევე, ისაუბრა სირიელი მებრძოლების გადამზადების წარუმატებელ პროგრამაზე, რომელიც მისი თქმით, პარასკევს დაიხურება.