უახლესი ამბები

„ისლამურმა სახელმწოფომ“ რუსეთსა და ამერიკას ჯიჰადი გამოუცხადა

14 10 2015 | ავტორი: admin
„ისლამურმა სახელმწოფომ“ რუსეთსა და ამერიკას ჯიჰადი გამოუცხადა
გარესამყარო
0

ე.წ. ისლამური სახელმწიფო რუსეთს და ამერიკას ჯიჰადს უცხადებს. 40-წუთიანი აუდიომიმართვა, რომელშიც ისლამისტების ერთ-ერთი ლიდერი მაჰამად ად-ნანი იმუქრება, ინტერნეტში გავრცელდა.

ის მუსლიმებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რუსებისა და ამერიკელების განადგურებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად სურს ავსტრალიის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის მოპოვება.