უახლესი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩინეთში გამართულ „აბრეშუმის გზის“ კონფერენციას დაესწრო

16 10 2015 | ავტორი: admin
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩინეთში გამართულ „აბრეშუმის გზის“ კონფერენციას დაესწრო
საქართველო და გარესამყარო
0

ჩინეთში „აბრეშუმის გზის“ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო.

 სამუშაო ვიზიტით მყოფმა დავით უსუფაშვილმა,   ქართულ დელეგაციასთან ერთად, აზიური პოლიტიკური პარტიების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ  „აბრეშუმის გზის“ აღდგენის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინიციატივასთან დაკავშირებით ქართული პოლიტიკური პარტიები საერთო სულისკვეთებას იზიარებენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტს მასში ჩართული ყველა ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტიისგან მხარდაჭერა ჰქონდეს. 

დავით უსუფაშვილმა  საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს საზღვრებს განსხვავებულად ხედავს, თუმცა აღნიშნულმა პროექტის განხორციელებას ხელი არ უნდა შეუშალოს და ყველა კონფლიქტი, მეტი კონტაქტის, ჩართულობის, ორმხრივი ინტერესებისა და ორმხრივად სარგებლის მომტანი პროექტებით უნდა გადაწყდეს.