უახლესი ამბები

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და უდიდეს ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric-ს” შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

16 10 2015 | ავტორი: admin
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და უდიდეს ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric-ს” შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკა
0

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და უდიდეს ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric–ს“ შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

პროექტი, რომელსაც „საქართველოს ინდუტრიული ჯგუფი“ „Dongfang Electric-ის“ დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ/ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია.

შეთანხმებების ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი კორპორაცია „Dongfang Electric–ის“ პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და კონკრეტული პროექტები განიხილეს.