უახლესი ამბები

რაულ ხაჯიმბამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მომიტინგეებს მიმართა

21 10 2015 | ავტორი: admin
რაულ ხაჯიმბამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მომიტინგეებს მიმართა
კონფლიქტები
0

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მომიტინგეებს განუცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას მანამ, სანამ მისი უფლებამოსილების ვადა არ ამოიწურება.

„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ვიღაცის სურვილების გამო ქვეყანაში ვითარების შეცვლა დაუშვებელია. მე ერთგული ვარ იმ ფიცისა, რომელიც ინაუგურაციაზე დავდე. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მე მაქვს საპრეზიდენტო ვადა 2019 წლამდე. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს“.
აფხაზეთის ე. წ. პარლამენტის დეპუტატმა დაურ არშბამ წაიკითხა რეზულუცია, რომელიც პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ მეექვსე შეკრებაზე მიიღეს. რეზოლუციის თანახმად, კრების მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადეს და მის გადადგომას ითხოვენ. რეზოლუციაში ასევე წერია, რომ თუ ხაჯიმბა არ გადადგება, უახლოეს დღეებში საერო შეკრება დაიწყება.