უახლესი ამბები

მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

24 10 2015 | ავტორი: admin
მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
საზოგადოება
0

31-ე ბატალიონის  ასეული ავღანეთიდან სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე ჯარისკაცებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.

ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის შესასრულებლად, როტაციის წესით, მიმდინარე წლის მარტში გაემგზავრნენ. ქაბულში მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.