უახლესი ამბები

ავღანეთსა და პაკისტანში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27 10 2015 | ავტორი: admin
ავღანეთსა და პაკისტანში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გარესამყარო
0

ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 360-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად სხეულის დაზიანება 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მიწისძვრის ეპიცენტრის ზონაში, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთით მთიან ზონაში მდებარეობს, დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა. სამხედრო მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მებრძოლებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება აქვთ ნაბრძანები. ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ავღანეთში 7 ათასზე მეტი სახლი, 12 სკოლა და 17 მეჩეთი დაინგრა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა. პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ მთიან ზონაში ორი მყინვარი ჩამოშალა, რაც ღვარცოფის საშიშროებას ზრდის. დაბალი ტემპერატურის მიუხედავად მიწისძვრის ზონაში მოსახლეობა ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს.