უახლესი ამბები

კორპორაცია Google ინტერნეტის გასავრცელებლად 300 სტრატოსტატის გაშვებას იწყებს

29 10 2015 | ავტორი: admin
კორპორაცია Google ინტერნეტის გასავრცელებლად 300 სტრატოსტატის გაშვებას იწყებს
გარესამყარო
0

კორპორაცია Google სტრატოსფეროში ჰელიუმით სავსე სამასამდე ბურთის გაშვებას აპირებს, რომელთა დახმარებითაც დედამიწის რთულად მისადგომ ადგილებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა გახდება შესაძლებელი.

კომპანიას იმედი აქვს, რომ უკვე მომავალ წელს სტრატოსტატებით გლობალური ქსელის გაშვებას შეძლებს, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მონაცემების უწყვეტი გადაცემასა და დამუშავების საშუალებას მისცემს.

პირველ რიგში Google-ს ინტერნეტის უზრუნველყოფა ინდონეზიის მიუწვდომელ ადგილებში სურს – ამ ქვეყანაში 250 მილიონი კაცი ცხოვრობს, ხოლო ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42 მილიონს აქვს.

ამის შემდეგ, ტექნოლოგიის გამოცდა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აშშ-სა და ბრაზილიაში იგეგმება.

წყარო: BBC