უახლესი ამბები

ტელეკომპანია TV3 განცხადებას ავრცელებს

16 04 2014 | ავტორი: admin
ტელეკომპანია TV3 განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება
0

ტელეკომპანია ტვ-3 რუსი ოკუპანტების მიერ მათი ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ტელეკომპანია ტვ-3 გადამღები ჯგუფის გათავისუფლების მოლოდინშია. ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გუშინ დაახლოებით 5 საათზე, მაშინ დააკავეს როცა სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტს აშუქებდნენ.

ჟურნალისტი 17:00 საათზე საინფორმაციო გამოშვების პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა. სწორედ ამ პერიდოდან გაწყდა გადამღებ ჯგუფთან სატელეფონო კავშირიც.

ვაცხადებთ, რომ ბელა ზაქაიძესა და ვახო ლეკიაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათ კარგად იციან როგორ უნდა იმუშაონ საზღვრის პირა სოფლებში. ისინი არა თუ არ შეჭრილან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არც კი მიახლოებიან ე.წ საზღვარს.

ჩვენ მადლობას ვუხდით სახელმწიფო უწყებებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომლებიც ძალას არ იშურებენ ჩვენი კოლეგების ოკუპირებული ტერიტორიიდან დასახსნელად. ასევე ჩვენს კოლეგა მედია საშუალებებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აშუქებენ ტვ3-ის გადამღები ჯგუფის გარშემო განვითარებულ მოვლენებს“. – ნათქვამია განცხადებაში.