უახლესი ამბები

რუსეთმა სირიაში საზენიტო-სარაკეტო სისტემები განათავსა

05 11 2015 | ავტორი: admin
რუსეთმა სირიაში საზენიტო-სარაკეტო სისტემები განათავსა
გარესამყარო
0

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის ვიქტორ ბონდარიოვის ცნობით რუსეთმა სირიაში საზენიტო-სარაკეტო სისტემები განათავსა.
„ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან შესაძლოა ფორსმაჟორულ სიტუაციებში აღმოვჩნდეთ. იქნება ეს, საბრძოლო თვითმფრინავების გატაცება თუ სხვა… ჩვენ გავთვალეთ ყველა შესაძლო საფრთხე. იქ არა მხოლოდ გამანადგურებლები, მოიერიშეები, ბომბდამშენები და ვერტმფრენები, არამედ საზენიტო-სარაკეტო სისტემებიც განვალაგეთ“ – განაცხადა ბონდარიოვმა.