უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა პოროშენკოს გამარჯვება მიულოცა

27 05 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილმა პოროშენკოს გამარჯვება მიულოცა
გარესამყარო
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,

ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები უკრაინასა უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ.

საქართველოსთვის ძალიან ღირებულია ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა.

ჩვენს ქვეყნებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები აერთიანებს – საქართველოსა და უკრაინას აქვთ მტკიცე ნება, გააგრძელონ ევროინტეგრაციის პროცესი, რაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყნებს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს.

მჯერა, თქვენი ძალისხმევით უკრაინა დაძლევს ყველა სირთულეს და გააგრძელებს განვითარებას როგორც ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.