ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიიღო. მხარეებმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ისაუბრეს და 30 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო ხელშეკრულება გააფორმეს.
შეხვედრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზადაა ორი სახელმწიფოს შექმნის გეგმას მიჰყვეს და ამ საკითხზე პალესტინის ადმინისტრაციასთან დიალოგი აწარმოოს.