უახლესი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

12 11 2015 | ავტორი: admin
საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება
პოლიტიკა
0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

„პირველ რიგში, ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მობრძანებისათვის და გაერო-ს განვითარების პროგრამას, ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდეს საინტერესო დისკუსია.
ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში შევდივართ, რადგან ახლოვდება საარჩევნო წელიწადი. წელი, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიის განვითარების შემდეგი ნაბიჯები.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ღია ვარ და მივესალმები დისკუსიას და კონსულტაციებს თქვენთან ჩვენი პარტნიორობის მომავალზე“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას მისასალმებელ სიტყვაში.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაეროს განვითარების პროგრამის – „UNDP“ ინიციატივით იმართება.