აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან მოლაპარაკებების შედეგს არ დაელოდნენ, თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი განახორციელეს.
სააგენტოს „ინტერფაქსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ქვები და ჯოხები დაუშინა, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, რის შემდეგაც შგნით შეღწევა მოახერხეს.
მოგვიანებით, ოპოზიციის რამდენიმე წევრისა და დე ფაქტო პრეზიდენტის მოლაპარაკების შემდეგ, აფხაზეთის ალექსანდრე ანქვაბი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას დე ფაქტო მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით.
„ანქვაბმა თავისი ადმინისტრაცია მას შემდეგ დატოვა, რაც იქ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მოლაპარაკებებისას მან თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას“, – განაცხადა დეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ.