უახლესი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

25 11 2015 | ავტორი: admin
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველო და გარესამყარო
0

საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილეს გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სტუმრობისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაეროში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად მირიან ფოფხაძე წარადგინა.