უახლესი ამბები

თურქული მედიის ინფორმაციით რუსეთმა თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა

26 11 2015 | ავტორი: admin
თურქული მედიის ინფორმაციით რუსეთმა თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა
გარესამყარო
0

თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სირიის ჩრდილო დასავლეთით თურქეთის ჰუმანიტარული კოლონები დაბომბა. არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა, არის მსხვერპლიც. დაღუპულია 7, ხოლო დაშავდა 10 ადამიანი.

თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების ფონდი იმ ფაქტს, რომ სატვირთოები მისი საკუთრება იყო უარყოფს.
რუსეთი მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა ავია იერიშებს ქალაქ ლატაკიაში სირიელ ამბოხებულებზეც.