უახლესი ამბები

ქალაქ გორში ჩასახლებულ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

16 04 2014 | ავტორი: admin
ქალაქ გორში ჩასახლებულ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ
საზოგადოება
0

15 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარატამენტის წარმომადგენლები ქალაქ გორში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საყოფაცხოვრებო პირობებს. შეხვედრის მსვლელობისას დევნილებმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს მათ ჩასახლებებში არსებული პრობლემები გააცნეს.

დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბიამ დევნილებს აღდგომის დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და 45 დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა.

ღონისძიება შპს „ნატახტარის“, შპს „ქართოს“ („იფქლი“) და შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის მთავრობის ცნობით, მსგავსი სახის ღონისძიებების გატარება საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა დაგეგმილი.