უახლესი ამბები

რუსეთმა თურქეთს სანქციები დაუწესა

29 11 2015 | ავტორი: admin
რუსეთმა თურქეთს სანქციები დაუწესა
გარესამყარო
0

რუსეთმა თურქეთს ქვეყანაში გარკვეული სახის პროდუქტის შეტანა აუკრძლა.

პარალელურად, რუსეთში დასაქმებულ თურქეთის მოქალაქეებს სამუშაო კონტრაქტები აღარ გაუგრძელდებათ. შესაბამისი ბრძანება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის პრეზიდენტი. 

პუტინის სანქციების მიხედვით, დროებით უქმდება ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა. რუსულ ტუროპერატორებს ოფიციალურად აეკრძალათ თურქეთის მიმართულებით საგზურების გაცემა. შეზღუდვები სხვადასხვა ფორმით შეეხება საავიაციო ჩარტერულ რეისებს, ავტოგადამზიდავ ფირმებს და საზღვაო სატვირთო ხომალდების მიმოსვლას.