უახლესი ამბები

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საფრანგეთში გლობალურ კონფერენციას დაესწრება

29 11 2015 | ავტორი: admin
პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საფრანგეთში გლობალურ კონფერენციას დაესწრება
საქართველო და გარესამყარო
0

პარიზული ტერაქტების შემდეგ, საფრანგეთი გლობალური კონფერენციისთვის ემზადება. მაღალი დონის ღონისძიებას, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

30 ნოემბერს მთავრობის ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა, ასევე, დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა ერთობლივად მიიწვიეს.