უახლესი ამბები

ერდოღანი: თუ პუტინის ბრალდება დამტკიცდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა

01 12 2015 | ავტორი: admin
ერდოღანი: თუ პუტინის ბრალდება დამტკიცდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა
გარესამყარო
0

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ პარიზში განაცხადა, რომ ის დატოვებს პოსტს, თუ დამტკიცდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა ე. წ. „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობს ყიდულობს.

„სრულიად ღიად ვამბობ: თუ მსგავსი ფაქტები დამტკიცდება, მე დავტოვებ თანამდებობას. ამასთან, ვეკითხები პატივცემულ პუტინს, დარჩება თუ არა ის?“, – განაცხადა ერდოღანმა.