უახლესი ამბები

გერმანიის მთავრობამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას მხარი დაუჭირა

01 12 2015 | ავტორი: admin
გერმანიის მთავრობამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას მხარი დაუჭირა
გარესამყარო
0

გერმანიის მთავრობამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას მხარი დაუჭირა. იგეგმება  სირიასა და ერაყში დაჯგუფების პოზიციებზე იერიშების მიტანა .

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რეგიონში 1200 გერმანელ ჯარისკაცს გაგზავნიან. გერმანია ასევე, „ტორნადოს“ სადაზვერვო თვითმფრინავებსა და სამხედრო ფრეგატს გამოყოფს.

ხელისუფლების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.