უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია: ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა

28 05 2014 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია: ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა
კონფლიქტები
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობები უკვე დატოვეს დე-ფაქტო ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენლებმა. მათ შორისაა, ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე, ე.წ. მთავარი პროკურორი გალსა და ტყვარჩელში და ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მისივე თქმით ამ სიტუაციამ შესაძლებელია ე.წ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დააჩქაროს.