უახლესი ამბები

პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

10 12 2015 | ავტორი: admin
პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
გარესამყარო
0

თავისუფალი დემოკრატების მიერ შემუშავებული მიმართვა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭრას ეხება პარლამენტმა 76 ხმით რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

თავისუფალი დემოკრატების მიერ შედგენილ დოკუმენტში ცვლილებები მმართველმა გუნდმა შეიტანა. ქართული ოცნების მიერ ჩამატებული ციტატის შინაარსი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართ არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერას გულისხმობს.

დოკუმენტის კენჭისყრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.