უახლესი ამბები

ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა

13 12 2015 | ავტორი: admin
ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა
საქართველო და გარესამყარო
0

ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა. ამით ოფიციალურად გაიხსნა „აბრეშუმის რკინიგზა“.

მატარებელს პრემიერმინისტრი „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. სტუმრები მოწვეულნი იყვნენ, ასევე, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.   

მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით, თურქეთში ჩავა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. 

სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია-ევროპას. ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნ-განიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, რაც საუკეთესო შედეგია იმ პირობებში, როდესაც გემს 40-45 დღე სჭირდება. 

წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.