აფხაზეთში შექმნილი ვითარებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ეხმაურება.
„რუსული მხარე ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს, რომელიც მეგობარ სახელმწიფოში ვითარდება და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები იქ სამართლებრივ ჩარჩოში განვითარდეს. აღინიშნა, რომ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის ძალიან სწრაფად სტაბილიზაცია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების ინტერესშია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.