უახლესი ამბები

რუსეთი თურქეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს

17 12 2015 | ავტორი: admin
რუსეთი თურქეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს
გარესამყარო
0

რუსეთის მინისტრთა კაბინეტი თურქეთისთვის დამატებითი შემზღუდველი ზომების შემოღების საკითხზე მუშაობს.

სანქციები შეეხება ტურისტულ ბიზნესს, ხის გადამუშავებას, სამშენებლო მომსახურებას, სამოქალაქო ავიაციის მფრინავების სასწავლო პროგრამებსა და სახელმწიფო შეკვეთებს.

ასევე, განიხილება შეზღუდვები რუსეთის ბაზარზე უკვე მოქმედი თურქული კომპანიების მიმართ.

ვლადიმერ პუტინმა განკარგულებას 28 ნოემბერს მოაწერა ხელი. მას შემდეგ, რაც თურქულმა მხარემ რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო.