უახლესი ამბები

პროტესტი აფხაზეთში, შსს გაძლიერებულ მუშაობაზე გადადის

28 05 2014 | ავტორი: admin
პროტესტი აფხაზეთში, შსს გაძლიერებულ მუშაობაზე გადადის
კონფლიქტები
0

პროტესტი აფხაზეთში, შსს გაძლიერებულ მუშაობაზე გადადის

დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს ძირითადი ნაწილი გაძლიერებულ სამსახურზეა გადასული, -ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის პრეს-სცენტრში იუწყებიან.

გენერალურ პროკურატურისა და შსს-ს მიზანია აქციის მონაწილეთა ქმედებების კონტროლი, რათა აღკვეთონ დანაშაული, მასიური არეულობა და ყაჩაღობა.

სამშაბათს, არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის „საერთო სახალხო კრება“ გაიმართა, რომელზეც დემონსტრანტებმა მოითხოვეს რეფორმები, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომა.

მოლაპარაკებები დეფაქტო პრეზიდენტ ანქვაბსა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა.

ანქვაბის განცხადებით „მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რათა მოვლენები კანონის ფარგლებში განვითარდეს“

აფხაზეთის გამოსვლები

არ გამოვიდა ხალხთან
სააგენტო „იტარ-ტასს“ თვითაღიარებული ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ აშუბვას ციტატა მოჰყავს, რომელიც მოვლენებს გადატრიალების მცდელობად აფასებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან, ადგილობრივი მედიის ცნობით ხუთ ათასამდე ადამიანი მივიდა. ელოდნენ, რომ პრეზიდენტი მათთან გამოვიდოდა, თუმცა ეს არ მოხდა.

როგორც რუსულ ბი-ბი-სის აფხაზური „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორმა იზიდა ჩანიამ განუცხადა, პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე პირველად არ გავიდა ხალხთან.

რუსეთი შეშფოთებულია აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისით. რუსული მხარე მოვლენებს ყურადღებით და ფრთხილად აკვირდება – აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში. ოთხშაბათ საღამოს სოხუმში რუსეთის დელეგაცია ჩადის, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ სურკოვი უხელმძღვანელებს. დელეგაციას ასევე თავში უდგას რუსეთის უშიშროების მდივნის თანაშემწე რაშიდ ნურგალიევი.

აფხაზეთის პარლამენტმა სცადა ვადამდელი სესია გაემართა, თუმცა დეპუტატთა დიდი რაოდენობის არგამოცხადების გამო, ეს ვერ მოახერხეს.

კონფლიქტი, რომელსაც ელოდნენ

ჩანიას თქმით, პროტესტი გამოიწვია ანქვაბის მმართველობით იმედგაცრუებამ, რადგან ხალხი ახალი პრეზიდენტისგან დეფაქტო რესპუბლიკაში დანაშაულის შემცირებას ელოდა.აფხაზეთის შტურმი

რუსული დახმარების ნაწილში გამეფებული კორუფცია, ჟურნალისტის თქმით, „აუტანელი გახდა“

პენსია აფხაზეთში 500 რუსული რუბლია, მაგრამ დაცვის ხარჯები გაიზარდა და ამჟამად ბევრი რეგიონის ბიუჯეტსაც აჭარბებს.

საბოლოოდ, უკმაყოფილებას იწვევს ავტორიტარული მმართველობა და ცენზურა. პრეზიდენტის პრესმდივანი აფხაზეთის ტელევიზიის მმართველის ფუნქციას იღებს, – დაამატა ჟურნალისტმა.

ის, რომ კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიდი ხნის მანძლზე მწიფდებოდა, ამის შესახებ ბი ბი სი-ს რუსულ სამსახურს გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგმა მოუთხრო.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზური ოპოზიცია მრავალმხრივი და ურთიერთსაწინააღმდეგოა და ჯერ არ ჩანს ის, ვინც მათ გაერთიანებას შესძლებს – თვლის ექსპერტი.

ერთადერთი, რაშიც ძველი და ახალი ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან არის ის, რომ ლოიალურები უნდა დარჩნენ რუსეთის მიმართ, რომელიც აფხაზეთში მთავარ პარტნიორად და კეთილისმსურველად ითვლება. გარდა ამისა, ხაშიგას თქმით, არც მინისტრები და არც ოპოზიცია არ დგანან იმ აზრზე, რომ კონფლიქტი ძალადობრივ ფაზაში გადაიზარდოს.

„ახლა მრავალი კულუარული მოლაპარაკებები იმართება, რაც კრიზისის დალაგებას შეუწყობს ხელს“- ამბობს ექსპერტი.

რუსული მხარე პუტინის თანაშემწის სახით აცხადებს, რომ ვითარება სოხუმთან არ განუხილავს, თუმცა რუსეთში „არის ხალხი“, რომლებიც „მუდმივ საქმიან კონტაქტში არიან აფხაზეთის ხელისუფლებასთან“.

ხელისუფლების ჩრდილში

სამშაბათს, ოპოზიციის სახელით რაულ ხაჯიმბა გამოდიოდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებში 2004, 2009 და 2011 წლებში იღებდა მონაწილეობას.

ყველაზე ახლოს პოლიტიკოსი გამარჯვებასთან 2004 წელს იყო, მაშინ ის კენჭს იყრიდა არა ოპოზიციის სახელით, არამედ მისი გვარი შეთავაზებული კრემლის, კერძოდ, ვლადიმერ პუტინის მიერ იქნა შეთავაზებული, რომელსაც ხაჯიმბა არჩევნების დაწყებამდე სოჭში შეხვდა.
მიუხედავად ამისა, ხმათა უმრავლესობა მაშინდელმა ოპოზიციონერმა სერგეი ბაგაფშმა აიღო, რომლის გამარჯვებაც ოფიციალურად არ აღიარეს.

სახალხო ღელვამ, უსაფრთხოებამ, ასევე მოსკოვის ზეწოლამ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის სახით, სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტითა და რუსეთში აფხაზური მანდარინის შეტანის აკრძალვამ, საკითხი რუსეთის შუამდგომლობით დარეგულირებულ განმეორებითი არჩევნების ჩატარებამდე მიიყვანა.

არჩევნებზე რაულ ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტის ადგილზე იბრძოდა, შედეგად ბაგაფშისა და ხაჯიმბას ტანდემმა ხმათა 91 პროცენტი შეადგინა.
ბაგაფშის ხელახალმა არჩევამ 2009 წელს და ანქვაბის გამარჯვებამ 2011 წლის ვადამდელ არჩევნებში, რაც მოქმედი პრეზიდენტის გარდაცვალებამ გამოიწვია, კვლავ ჩამოაშორა ხაჯიმბა არაღიარებული რესპუბლიკის მართვას.

მომზადებულია „ბი ბი სი-ს“ რუსული სამსახურის მასალების მიხედვით, „აფხაზიანიუსისთვის“.