აფზახეთის ტელევიზიის თანამშრომლებს „ქვეყანაში“ შექმნილ პოლიტიკური ვითარების გაშუქების საშუალებას არ აძლევენ, – ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის თანამშრომელები განცხადებას ავრცელებენ.
„მეორე დღეა აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქების საშუალება არ გვეძლევა. ტელევიზიის შენობაშიც და მიმდებარე ტერიტორიაზეც უცხო ადამიანები და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ხელს უშლიან ტელევიზიის მაუწყებლობას. საზოგადოება ჩვენგან ობიექტურ ინფორმაციას ელოდება, მაშინ, როცა ჩვენ მიტოვებულები და დაუცველები ვართ. ტელევიზია მძევლად არის აყვანილი და ჩვენ ჩვენს პროფესიული მოვალეობას ვერ ვასრულებთ“,- ნათქვამია ტელერადიოკომპანიის თანამშრომელთა განცხადებაში.
აფზახეთის ტელევიზიის თანამშრომლები მხარდაჭერის თხოვენით მიმართავენ ყველას, ვინც აღიარებს დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს – სიტყვის თავისუფლებას.