ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები 27 მაისიდან სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ, აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოვთქვამთ. ძალოვანი უწყებები პოლიტიკისგან გამიჯნულია, თუმცა ჩვენთვის ბრძოლის არაკონსტიტუციური მეთოდები კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ეს ქვეყნაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ესკალაცია ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედონ. ჩვენ მხარს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ვუჭერთ“- ნათქვამია განცხადებაში.