უახლესი ამბები

დე ფაქტო აფხაზეთი თურქეთის მიმართ რუსულ სანქციებს უერთდება

12 01 2016 | ავტორი: admin
დე ფაქტო აფხაზეთი თურქეთის მიმართ რუსულ სანქციებს უერთდება
კონფლიქტები
0

დე ფაქტო აფხაზეთის მარიონეტულ ირეჟიმი რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდება. ინფორმაცია ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადების თანახმად 20 იანვრისთვის სხვადასხვა დეპარტამენტებმა შესაძლო შემზღუდველი ზომების სია უნდა მოამზადოს.
კერძოდ, აფხაზეთის ე.წ მთავრობა გეგმავს -თურქეთიდან განსაზღვრული საქონლის იმპორტი აკრძალოს, კონტროლი დააწესოს თურქულ ორგანიზაციებზე და აკრძალოს მათი მოქმედება.