უახლესი ამბები

სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

12 01 2016 | ავტორი: admin
სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 10 ადამიანი. აფეთქება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, „სულთან აჰმედის“ ისტორიულ მოედანზე მოხდა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ადგილს წარმოადგენს.

თვითმხილველების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.  ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორიაზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. პოლიციას შემთხვევის ადგილი გადაკეტილი აქვს.