უახლესი ამბები

ობამა: აშშ კვლავ მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოა

13 01 2016 | ავტორი: admin
ობამა: აშშ კვლავ მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოა
გარესამყარო
0

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ბოლო ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა, რომ აშშ კვლავ მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოა.

„საუბარი იმაზე რომ აშშ სუსტდება, ჩვენი მტრები კი ძლიერდებიან – ეს ყველაფერი რიტორიკაა. ჩვენ ჩვენს არმიაზე ვხარჯავთ მეტს, ვიდრე ჩვენს უკან მდგარი რვა სახელმწიფო. ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაესხმევა თავს ჩვენს ან ჩვენს მოკავშირე ქვეყანას, რადგან ყველამ იცის, რომ ეს გზა არის კრახის გზა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ჩვენი პოზიციები ახლა უფრო მაღლაა, ვიდრე მე მოვიდოდი ამ თანამდებობაზე და თუ სადმე ჩნდება დიდი საერთაშორისო პრობლემა, ხალხი არ ეძახის პეკინს ან მოსკოვს – ისინი ჩვენ მოგვმართავენ დახმარების თხოვნით. ზოგნი ამბობდნენ, რომ პუტინის აგრესია სტრატეგიისა და ძალის პროფესიონალური დემონსტრირება იყო. დღეს კი ამერიკა სოლიდარული მყარად დგას ჩვენს მოკავშირეებთან – იმ დროს, როცა რუსეთი იზოლირებულია და მისი ეკონომიკა შუაზეა გახლეჩილი“, – განაცხადა ობამამ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს საფრთხეს არ წარმოადგენს ახალი „ბოროტების იმპერია“.
„ახლო აღმოსავლეთი ტრანსფორმირდება, ის ფესვებიანად მიდის ათასწლეულის კონფლიქტში. შემხვედრი ქარი უბერავს ჩინეთის ეკონომიკას. მაშინაც კი, როცა ეკონომიკა მცირდება რუსეთი აგრძელებს რესურსების ჩადებას სირიასა და უკრაინაში, რადგან ხედავს, თუ როგორ გადიან სახელწმიფოები მისი ორბიტიდან“, – აცხადებს ობამა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ასევე მოუწოდა კონგრესს, რათა ქვეყანამ გამოიყენოს შეიარაღებული ძალები „ისლამურ სახელმწფოსთან“ ბრძოლისთვის.
„თუ კონგრესის ამ მოწვევას სერიოზულად სურს ამ ომის მოგება (ტერორიზმთან) და სურს სიგნალი მიაწვდინოს ჩვენს ჯარებს მთელ მსოფლიოში, მაშინ თქვენ საბოლოოდ უნდა მოგვცეთ ნება გამოვიყენოთ შეიარაღებული ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

lenta.ru-ს მასალების მიხედვით