აფხაზური ოპოზიციის განაცხადებით, „ხელისუფლებასთან“ მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართავს, თუ ამ შეხვედრაზე დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბის გადადგომის საკითხი დაისმევა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განუცხადა.
„თუ საუბარი იქნება წასვლაზე, მაშინ არის დიალოგის შესაძლებლობა, თუ შეხვედრა იქნება იმისთვის, რომ დრო გაწელო ეს უაზრობაა“, – თვლის ხაჯიმბა.
ის დარწმუნებულია, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად ორივე მხარე იქნება ჩართული.