უახლესი ამბები

ირანისთვის სანქციების მოხსნის შემდეგ ნავთობის ფასი 28 დოლარზე დაბლა დაეცა

18 01 2016 | ავტორი: admin
ირანისთვის სანქციების მოხსნის შემდეგ ნავთობის ფასი 28 დოლარზე დაბლა დაეცა
გარესამყარო
0

18 იანვარს ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ვაჭრობის დაწყებისთანავე 28 დოლარზე დაბლა დაეცა.

ნავთობის ფასი 27,67 დოლარამდე დაეცა, ხოლო შემდეგ ისევ გადააჭარბა 28 დოლარს. ამგვარად 2003 წლის შემდეგ ნავთობის ფასმა ახალი რეკორდული მინიმუმი დააფიქსირა, აღნიშნავს რეიტერი.

ნავთობის ფასის კლება შაბათს ირანისთვის მოხსნილი სანქციებითა და მსოფლიოში ნედლეულის ჭარბი რაოდენობითაა გამოწვეული.

სანქციების მოხსნის მომენტიდან ირანს თავისი ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვისა და საერთაშორისო საფინანსო სისტემაში ჩართვის საშუალება ეძლევა.

გასული წლის ნოემბერში, ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ ნავთობის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავდნენ, რაც დღე-ღამეში 1,1 მილიონი ბარელის მოპოვებას უდრის.

ირანისგან სანქციების მოხსნის შემდეგ საუდის არაბეთის საფონდო აქციების ინდექსი 6%-ით დაეცა.

წყარო:BBC