უახლესი ამბები

ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

21 01 2016 | ავტორი: admin
ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
ეკონომიკა
0

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.

დღევანდელი მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარსა და 44 თეთრს შეადგენს. ბოლოს ასეთი მაჩვენებელი სექტემბერში დაფიქსირდა. 

კურსის ვარდნის ტენდენცია გრძელდება ევროსთან მიმართებითაც.

მმართველი გუნდი ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას რეგიონის ქვეყნებში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშირებს. თუმცა, ოპონენტები მიზეზს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ხედავენ.

ჯერ უცნობია, რას გეგმავს კურსის დასტაბილურებისთვის ეროვნული ბანკი, რომელმაც ბოლოს ინტერვენცია ერთი კვირის წინ განახორციელა.