უახლესი ამბები

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

28 01 2016 | ავტორი: admin
სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა
კრიმინალი
0

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან დღეს 10 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის ცხედარი ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვეს. 

10 წლის შემდეგაც, ოჯახი დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს. 

შეგახსენებთ, რეზონანსულ საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრები. საქმეში ფიგურირებს მიხეილ სააკაშვილიც, რომლის მიმართ გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. 

2006 წელს მომხდარი დანაშაულის გამო, 2011 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, მოსარჩელეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.