აფხაზეთში, ოპოზიციამ „ნდობისა და სახალხო თანხმობის მთავრობის“ ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვეტერანთა სახალხო მოძრაობა „არუაა-ს“ თავმჯდომარე ვიტალი გაბნიამ განუცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „დაფუძნებულია კოალიციურ მიდგომაზე, სადაც მთავრობის სრული შემადგენლობის 1/3 სამინისტროებისა და უწყებების ძველი ხელმძღვანელები არიან“. „ესენი არიან თავისი საქმის მცოდნე სპეციალისტები და მათი პირდაპირი დანიშნულება ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანა არ არის. საქმე იმაშია, რომ ეს უნდა იყოს ნდობისა და სახალხო თანხმობის მთავრობა“, – განაცხადა გაბნიამ.
ცოტა ხნით ადრე თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ თავმჯდომარე რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა „თავის თავზე აიღოს დროებითი ხელმძღვანელობა, რომელიც ყველა საჭირო სტრუქტურას ჩამოაყალიბებს“.
მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მასალებზე დაყრდნობით Abkhazia News-სთვის