უახლესი ამბები

ახალი 20 და 50-ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში ჩაეშვა

01 02 2016 | ავტორი: admin
ახალი 20 და 50-ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში ჩაეშვა
ეკონომიკა
0

20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები უკვე მიმოქცევაშია.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება, 100-ლარიანი ბანკნოტები კი მიმოქცევაში წელს, მოგვიანებით შევა.

ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა. ამავდროულად, ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები ახალი ელემენტებითაა გამრავალფეროვნებული. განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. 

ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად.