უახლესი ამბები

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ანსამბლ „აფხაზეთის“ რეპეტიციას დაესწრნენ

05 02 2016 | ავტორი: admin
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ანსამბლ „აფხაზეთის“ რეპეტიციას დაესწრნენ
კულტურა
0

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „აფხაზეთის“ რეპეტიციას დაესწრნენ.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს აფხაზეთის მთავრობის მფლობელობაში არსებულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება და სადაც უახლოეს მომავალში ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრის პრეზენტაცია მოეწყობა.
ანსამბლ „აფხაზეთის“ მხატვრულმა რეჟისორმა ლევან ღვინჯილიამ სტუმრებს საკონცერტო პროგრამის ძირითადი მიმდინარეობები გააცნო. პროგრამაში შეტანილი იქნება აჭარული, აფხაზური, სვანური და მეგრული სიმღერებისა და ცეკვის ახალი ელემენტები.
ანსამბლი ,,აფხაზეთი“ დასავლეთ საქართველოში ტურნეს იწყებს, გაზაფხულზე კი სრული საკონცერტო პროგრამით თბილისში წარსდგება.