უახლესი ამბები

გერმანიაში სარკინიგზო ავარია მოხდა

09 02 2016 | ავტორი: admin
გერმანიაში სარკინიგზო ავარია მოხდა
გარესამყარო
0

ბავარიაში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება.

ბოლო, დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულია 9 ადამიანი, თუმცა საინფორმაციო სააგენტოები საუბრობენ ათი გარდაცვლილის შესახებ. დაშავებულია 100-მდე პირი, მათგან 15- ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

როგორც ცნობილია ერთ-ერთი მატარებელი შეჯახების შედეგად ამობრუნდა. ტრაგედიის ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მობილიზებულ არიან ვერტმფრენები, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.