ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ე. წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიასთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ არ ეთანხმება. ამის შესახებ ანქვაბი სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბრობს.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას, კანონმდებლობის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის კომპეტენციაა. მე არ ვუშვებ პრემიერს. ჩემი ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ წინადადებას არ ვუპასუხებ, სანამ არ გავივლი კონსულტაციებს დეპუტატების სხვა, გაცილებით დიდ ჯგუფთან, რომელიც პარლამენტის სხდომაში არ მონაწილეობდა, ასევე ამომრჩეველებთან, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებიც მთელი ეს დღეეებია, კანონიერ ხელისუფლებას უჭერენ მხარს“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.