უახლესი ამბები

მოსკოვში ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა გაიმართა

19 02 2016 | ავტორი: admin
მოსკოვში ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა გაიმართა
კონფლიქტები
0

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში აფხაზეთის დე-ფაქტო რუსეპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსეთის მედიის თანახმად, შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში. „ზედმეტია საუბარი ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე. ეს ურთიერთობა ვითარდება. ალბათ არის საკითხები, რომლებიც ცალკე განხილვას საჭიროებს“, – განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს.